კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს
კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორი ფარმან ჯეირანლი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ დაკავებით მისი უფლებები დაირღვა.
ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.
პროკურატურა კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს. საქმის პროკურორის გიორგი ოსაძის განცხადებით, კლინიკის დირექტორმა თაღლითურად მიითვისა პაციენტების თანხა და ოპერაცია ლიცენზიის გარეშე ჩაატარა.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატები ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვენ.