18:40 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-23 16:46:48, 619 ნახვა

რეგიონი
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა 2017 წლის ბიუჯეტის I კვარტლის ანგარიში წარადგინა

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე, აჭარის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველის კვარტლის შესრულების ანგარიში, ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ წარადგინა.

სხდომას აჭარის მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრი ესწრებოდა.

2017 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს საერთო ბიუჯეტი 14,562,900 ლარით განისაზღვრება. პირველ კვარტალში გათვალისწინებული იყო 3,418,391 ლარის გახარჯვა, გეგმის შესრულებამ შეადგინა 82 %.

საანგარიშო პერიოდში სამინისტროს პროგრამებით ისარგებლა 4053-მა ბენეფიციარმა: ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით სერვისი მიეწოდა - 2 171 ბენეფიციარს; სოციალური დაცვის პროგრამებით - 1 000; საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამებით- 737; დასაქმების სააგენტოს პროგრამით გადამზადების კურსს გადის - 100 სამუშაოს მაძიებელი.

რამაზ ბოლქვაძის განცხადებით, 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა 37 403,1 ათასი ლარით იყო განსაზღვრული და საანგარიშო პერიოდში მისმა ფაქტობრივმა შესრულებამ 69 095, 6 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 184,7 %-ია. მინისტრის განმარტებით, ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით 131,3%-თ არის გაზრდილი.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics