22:49 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-23 15:15:52, 2334 ნახვა

მსოფლიო
ტერეზა მეი: სამართალდამცველები იკვლევენ, ვისი სახელით მოქმედებდა დამნაშავე

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დარწმუნებული არიან, რომ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც ტერეზა მეიმ დღეს საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, სამართალდამცველები იკვლევენ, ვისი სახელით მოქმედებდა დამნაშავე. 

"სამართალდამცავები მუშაობენ მომხდარის სრული სურათის გასარკვევად, რა მოხდა რეალურად მანჩესტერ არენასთან. ტერორისტმა გამიზნულად შეარჩია კონცერტის დასრულების დრო, რათა მაქსიმალურად მეტი ადამიანი დახოცილიყო. გარდაიცვალა 22 ადამიანი და დაიჭრა 59, გარდა ამისა სიცოცხლისათვის საშიში ჭრილობები მიიღო ბევრმა ადამიანმა და ისინი, ამ დრომდე, აგრძელებენ მკურნალობას. გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვები და ახალგაზრდები“, -განაცხადა ტერეზა მეიმ. 

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, პოლიციასთან ითანამშრომლონ.

მისი თქმით, ტერორიზმის საფრთხე ისევ მაღალია. 

შეგახსენებთ, რომ ქალაქ მანშესტერში ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაიღუპა, 59 კი დაშავდა. აფეთქება პოპ მომღერალის არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ მოხდა, თვითონ მომღერალი კი არ დაშავებულა. პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics