|
2017-05-23 11:18:05, 2285 ნახვა
მსოფლიო
BBC: მანჩესტერში მომხდარი აფეთქების დეტალები (ფოტო)
ბრიტანეთის ქალაქ მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, 59 მძიმედ დაშავდა. ტერაქტის დეტალები: 1. აფეთქება მანჩესტერ არენას ფოიეში მოხდა, როდესაც ხალხი გასასვლელი კარისკენ მიემართებოდა. 2. მანჩესტერის პოლიცია შემთხვევის ადგილზე, ადგილობრივი დროით, 22:35 საათზე მივიდა და მიმდებარე გზები გადაკეტა. 3. აფეთქების მიზეზი უცნობია, მაგრამ როგორც პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, პოლიცია მომხდარს შესაძლო ტერორისტულ აქტად განიხილავს. 4. დიდი ბრიტანეთის პოლიციის უფროსის იან ჰოპკინსის თქმით, ამ ეტაპზე, მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად განიხილავენ, ვიდრე აფეთქებასთან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია არ გახდება ცნობილი. 5. თუ დადასტურდება, რომ ეს იყო ტერორისტული აქტი, ეს იქნება ყველაზე საშინელი ტერორისტული თავდასხმა, რომელიც დიდ ბრიტანეთში 2005 წლის შემდეგ მოხდა, რა დროსაც ლონდონში, დაბომბვას 56 ადამიანი ემსხვერპლა. 6. დაუდასტურებელი ინფორმაციით, აშშ-ს ოფიციალური უწყებები ამბობენ, რომ აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. 7. მანჩესტერის პოლიცია ვარაუდობს, რომ აფეთქება ერთმა ადამიანმა განახორციელა და ის შემთხვევის ადგილზე დაიღუპა. პოლიციის ინფორმაციით, ის მარტო მოქმედებდა. 8. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე დაინახეს მეტალის ნამსხვრევები და ასაფეთქებელი მოწყობილობის სუნი იგრძნეს. 10. პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი მთავრობის საგანგებო სხდომას გამართავს. 11. აფეთქების ადგილთან ახლოს მდებარე „ვიქტორიას“ სარკინიგზო სადგურზე ევაკუაცია განხორციელდა და ყველა დაგეგმილი რეისი გაუქმდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|







ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)