08:48 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-15 15:18:39, 775 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკი“ სწრაფი გადახდის აპარატების მომხმარებლებისთვის გათამაშებას იწყებს

დღეიდან ნებისმიერი ადამიანი, რომელიც „თიბისი ბანკის“ სწრაფი გადახდის აპარატებზე  რაიმე ტრანზაქციას შეასრულებს, მოულოდნელად შეიძლება დასაჩუქრდეს!

„თიბისი ბანკის“ ახალი გათამაშება სწორედ დღეს დაიწყო და ის ყველაზე მასშტაბური გათამაშება იქნება გამარჯვებულების რაოდენობის მიხედვით - ჯამში, გათამაშებას 5 ათასი გამარჯვებული ეყოლება!

გათამაშება 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ამ ხნის მანძილზე ნებისმიერ მომხმარებელს, ვინც „თიბისი ბანკის“ სწრაფი გადახდის ტერმინალით ისარგებლებს, შანსი ეძლევა ჩაერთოს მომენტალურ გათამაშებაში და მოიგოს 20 000, 10 000 ან 5 000 ლარი,  ასევე  სხვადასხვა  ფულადი პრიზი ან მობილურ ტელეფონზე  სასაუბრო დრო

გამარჯვებული მომხმარებლები ანგარიშსწორებისთანავე შეიტყობენ, იყო თუ არა მათი ტრანზაქცია იღბლიანი!

თუმცა, მასშტაბური და ინოვაციური გათამაშება არ არის ის ერთადერთი სიახლე, რასაც „თიბისი ბანკი“ სწრაფი გადახდის აპარატების მომხმარებლებს სთავაზობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ: „თიბისი ბანკი“ დღეს  სწრაფი გადახდის აპარატების ყველაზე დიდ ქსელს ფლობს საქართველოში - ბოლო პერიოდში ბანკმა გააორმაგა  აპარატების  რაოდენობა და დღეისათვის საქართველოს  მასშტაბით მომხმარებლებს უკვე 2600 აპარატი ემსახურება; გაუმჯობესდა ტერმინალების სისწრაფე; დაიხვეწა მენიუს დიზაინი - მომხმარებლისთვის უფრო მარტივი გახდა ტრანზაციის შესრულება; უახლოეს მომავალში სწრაფი გადახდის აპარატებით გადახდები განხორციელდება არა მარტო ეროვნულ ვალუტაში, არამედ დოლარსა და ევროშიც. ოპერაციების განხორციელება აგრეთვე შესაძლებელი იქნება პლასტიკური ბარათების საშუალებითაც.

სწრაფი გადახდის აპარატების ქსელის გაფართოებასა და მომსახურების გაუმჯობესებაში „თიბისი ბანკის“ მიერ განხორციელებული ინვესტიცია 12,6 მილიონ ლარს შეადგენს.

იჩქარეთ, ისარგებლეთ სწრაფი გადახდის აპარატების ყველაზე დიდი და კომფორტული ქსელით და გახდით ერთ-ერთი გამარჯვებული, ხუთი ათას იღბლიან მომხმარებელს შორის! აქ გადახდა მომგებიანია!





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics