22:49 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-23 10:36:35, 2331 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთის შს მინისტრი: ბარბაროსული თავდასხმის სამიზნე ახალგაზრდები და ბავშვები იყვნენ

ეს იყო ბარბაროსული თავდასხმა, რომლის სამიზნეც საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი - ახალგაზრდები და ბავშვები იყვნენ, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული. 

„ჩემი ფიქრები ახლა დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებთან არის და დარწმუნებული ვარ, მთელი ქვეყანა იზიარებს ამ ემოციას.

მინდა პატივისცემა გამოვხატო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიმართ, რომლებმაც მთელი ღამის განმავლობაში პროფესიონალურად იმუშავეს, მათ შესანიშნავად შეასრულეს თავიანთი მოვალეობები“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

დანარჩენ დეტალებზე შს მინისტრმა არ ისაუბრა და როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ის კომენტარს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ტერეზა მეისთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდება. 

"მინდა საზოგადოებას მივმართო, რომ იყვნენ ყურადრებით, თუმცა პანიკას არ უნდა აყვნენ. ჩვენ ქვეყანას ადრეც გადაუტანია ტერორისტული აქტები და ჩვენ მაინც ძლიერად გავუმკლავდით ყველაფერს. 

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ არენაზე მომღერლის არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ აფეთქება მოხდა, რომელსაც 22 ადამიანი ემსხვერპლა და 50-ზე მეტი დაშავდა. ტერაქტის შედეგად თვითონ მომღერალი არ დაშავებულა. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics