06:23 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-15 14:42:00, 564 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სტაჟირებას 16 სტუდენტი გაივლის

სახელმწიფო სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში  ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან სტაჟირებას 16 სტუდენტი გაივლის.  შერჩევის პროცესი უკვე დასრულდა და სტაჟიორებმა სააგენტოს სხვადასხვა სამსახურის საქმიანობის სპეციფიკის დეტალური გაცნობა დაიწყეს.

პროცესის პარალელურად, მათ პროფესიული უნარების გამომუშავებისა და თეორიული ცოდნის გაღრმავების საშუალება ექნებათ. სტაჟიორები გეოდეზიისა და კარტოგრაფიის, სივრცითი ინფორმაციისა და კადასტრის, იურიდიული და ქონების რეგისტრაციის მიმართულებით სამუშაო პროცესშიც ჩაერთვებიან. 16 სტუდენტიდან 2 სამაჩაბლოდან  დევნილია.

„ჩვენთვის, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციისთვის, განსაკუთრებით მნნიშვნელოვანია სახელმწიფო სტაჟირების პროგრამაში ჩართულობა, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების,პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, სააგენტო ახალგაზრდა სპეციალისტებს უქმნის დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს. ამას გარდა, ამ ადამიანების რესურსის გამოყენებას სააგენტოსთვის მართლაც  დიდი სარგებელი მოაქვს. გასული ნაკადის გამოცდილებამ დაგვანახა, რომ სტაჟიორები სააგენტოს საქმიანობის ეფექტურად განხორციელებაში საკმაოდ აქტიურად ერთვებიან და ამ პროცესში საკუთარი წვლილიც შეაქვთ“,-აცხადებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო სტაჟირების პროგრამაში უკვე მეორედ ჩაერთო. 2014 წელს  უწყებაში სტაჟირება 11-მა პირმა გაიარა, მათ შორის ყველაზე წარმატებული 2 სტაჟიორი კი სააგენტოში დასაქმდა.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო სტაჟირების პროგრამა გასული წლიდან ხორციელდება. სტაჟიორთა ნაკადის რეგისტრაცია კი წელიწადში ორჯერ - მარტსა და აგვისტოში, პროგრამის ვებგვერდისwww.stajireba.gov.ge -ს  დახმარებით ხდება. მასში მონაწილეობის საშუალება იმ ახალდამთავრებულ და  დამამთავრებელი კურსების სტუდენტებს აქვთ, ვისი აკადემიური მოსწრებაც საშუალოზე მაღალია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics