11:24 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-22 17:45:40, 1635 ნახვა

სამართალი
პროკურატურა ტერორისტული აქტის მომზადების საქმეში ბრალდებულების მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მთავარი პროკურატურა ტერორისტული აქტის მომზადებაში, დახმარებაში და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულების მიმართ  გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადების ფაქტზე ბრალდებულები  ბ.ბ;  მ.ვ;  ჯ.მ. და  ვ.რ. დამნაშავედ  სცნო.  ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის გადაზიდვის მცდელობაში დახმარებისთვის დამნაშავედ იქნა ცნობილი ნ.ჭ., ხოლო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის საქართველოს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი - ლ.მ;  ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დამნაშავედ იქნა ცნობილი ი.ბ.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარადდადასტურდა, რომ 2016 წლის ივლისში ბ.ბ., ვ.რ., მ.მ. და ჯ.მ. დაუკავშირდნენ ერთმანეთს და  განიზრახეს  ტერორისტულიაქტის ჩადენა, კერძოდ: სოფელ საგურამოს მიმდებარედ, მდინარე არაგვზე გამავალი გაზის სატრანზიტო მილსადენისაფეთქება, რაც წარმოშობდა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის და მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას.დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოს მიმდებარედ, დეტალურად შეისწავლეს მდინარეარაგვზე გამავალი გაზის სატრანზიტო მილსადენის გეოგრაფიული მდებარეობა და Google Earth-ის რუქაზე მონიშნესმილსადენის საყრდენი წერტილები.

2016 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში, ბ.ბ. და ჯ.მ. დაუკავშირდნენ მათ ნაცნობს ნ.ჭ.-ს, რომელსაც დუშეთის რაიონის სოფ.ჩარგლიდან ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობებისტერორისტული აქტის  განხორციელების მიზნით ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით სთხოვეს დახმარება, რაზეც ესუკანასკნელი დათანხმდა. 2016 წლის 20 აგვისტოს, ბ.ბ. და ჯ.მ. ნ.ჭ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გაემართნენ დუშეთისრაიონის სოფელ ჩარგალში, სადაც ტყის მასივში არსებული სამალავიდან ამოიღეს ფეთქებადი ნივთიერებები, ასაფეთქებელიმოწყობილობები და საბრძოლო მასალა, რა დროსაც ისინი სამართალდამცავების მიერ იქნენ დაკავებულნი.

აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო საპატრულო პოლიციის თანამშრომელი - ლ.მ.  რომელმაც  დანაშაულის აღსაკვეთად  რეაგირება არ მოახდინა.  სასამართლოში ასევე დადასტურდა, რომ აღნიშნული განსაკუთრებით მძიმედანაშაულის მომზადების შესახებ ინფორმაციას ფლობდა   ი. ბ. და  არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

2017 წლის 19 მაისის განაჩენით ბ. ბ. დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 18,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 3231 მუხლის პირველი ნაწილით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით;

ჯ. მ.  ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 18,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 19,3231მუხლის პირველი ნაწილით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით;
მ. ვ. გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3231 მუხლის პირველი ნაწილით, ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 18,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით;

ვ. რ. გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3231 მუხლის პირველი ნაწილით, ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 25,18,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით;

ნ.ჭ.-თვის სისხლის სამართლის კოდექსის 25,3231 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 25,19,236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით;

ლ.მ.  ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით;

ი. ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით",-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics