11:13 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-22 15:29:54, 2018 ნახვა

კომენტარი
ლომჯარია: მიწის ჩანაცვლებისას, დედაქალაქის ბიუჯეტს დაახლოებით, 2 მილიონი ლარის ზარალი მიადგა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2016 წელს თბილისის მერიის მიერ, ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძისთვის მიწის  ნაკვეთების გადაცემის საკითხზე, აუდიტის ანგარიშის  შუალედური ინფორმაცია გაასაჯაროვა.

გენერალური აუდიტორის პირველმა მოადგილემ ნინო ლომჯარიამ მედიასთან იმ ზარალის ოდენობაზე ისაუბრა, რაც მერიის ბიუჯეტს მიწის ჩანაცვლებისა და აუქციონის დროს,  უპირობო კონკურენციის პირობებში მიადგა:

"ზარალს რაც შეეხება, მიწის ჩანაცვლების შემთხვევაში, ზარალი შეგვიძლია მარტივად გამოვითვალოთ. დაახლოებით მიწის თანხა იმ პერიოდისათვის, როდესაც  პირველ მესაკუთრეს მიადგა ზიანი, მიწის ღირებულება იყო დაახლოებით, 580 000 ლარი. დაახლოებით ამავე თანხად გაყიდა მესაკუთრემ ეს მიწა, თუმცა მერიამ აღნიშნული მიწა ახალ მფლობელს აუნაზღაურა 2 მილიონ 600 ათას ლარად  შესაბამისად, 2 მილიონ 600 000 ლარს გამოვაკლოთ 580 ათასი ლარი. ესაა დაახლოებით ის ზარალი, რაც მიწის ჩანაცვლების დროს მოხდა და მეორე, აუქციონის შემთხვევაში, როდესაც  უპირობო კონკურენცია შეუქმნა აუქციონის ერთ მონაწილეს. აუქციონში მეტი პირის ჩართულობა გაზრდიდა  ღირებულებას იმ საკუთრებისა, რაც გამოტანილი იყო აუქციონზე. მითუმეტეს, რომ საკმაოდ დაბალ ღირებულებად იყო შეფასებული მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, შეიძლებოდა სხვა პირების დაინტერესებაც ყოფილიყო, რომ მონაწილეობა მიეღოთ აუქციონში, თუმცა იყო მხოლოდ ერთი პირისთვის შექმნილი პირობა. აუქციონის დროსაც დავინახეთ, რომ თავად ფასი, რომელიც გამოიტანა სახელმწიფომ, გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე საბაზრო ღირებულება მომიჯნავე ნაკვეთებისა, დაახლოებით 9000 ლარად შეფასდა მაშინ, როდესაც თუარ ვცდები, მილიონ 600 000 ლარი უნდა ყოფილიყო ჩვენი გათვლებით აუქციონზე გატანილი ქონების ღირებულება ",-აღნიშნა ლომჯარიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics