10:35 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-22 14:32:54, 2296 ნახვა

ეკონომიკა
პირველად საქართველო ფრენჩაიზინგის საერთაშორისო გამოფენას „BUYBRAND Transcaucasia“ უმასპინძლებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“და  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით  საგამოფენო ცენტრი ექსპოჯორჯია, 2017 წლის 2-3 ივნისს,თბილისში პირველად ფრენჩაიზინგის საერთაშორისო გამოფენა „BUYBRAND Transcaucasia“-ს უმასპინძლებს. 

როგორც "ექსპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება  ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენა იქნება  საშუალო და მცირე ბიზნესისთვის კავკასიის რეგიონში. 

უწყების ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 30-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდი მათ შორის: Shokoladnitsa, Baskin Robbins, Coffee House, Shikari, Il Patio, Papa John’s, ფიტნეს-ცენტრების ქსელი FIT powered by X-BODY, Fit’n’Go, სამედიცინო ლაბორატორიული ქსელი INVITRO და Gemotest, საერთაშორისო სასტუმროების ქსელი Best Western Hotels & Resorts და მრავალი სხვა.

ამასთანავე აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ყურადღება გამახვილებული იქნება კავკასიის რეგიონში, განსაკუთრებით კი საქართველოში ტურისტული ნაკადის ზრდაზე. 

ამასთანავე, მკაფიოდ  წარმოდგენილი იქნება ფრენჩაიზინგის კონცეფციის თემატიკა HORECA სისტემაში, რომელიც მოიცავს სასტუმროებს, კაფეებს, რესტორნებს, სწრაფი კვების ქსელებს ასევე მომსახურების სფეროს პროექტებს.

მნიშვნელოვანია, რომ ორდღიან გამოფენასთან ერთად სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართება ბიზნეს-ფორუმი, სადაც სიტყვით გამოვლენ მსოფლიო ფრენჩაიზინგის წამყვანი კომპანიების პირველი პირები, ფრენჩაიზინგის სფეროს ექსპერტები და კონსულტანტები. 

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიღრმავონ ცოდნა მათ მიერ შერჩეული ფრენჩაიზინგის საკითხებზე, გაიგონ მეტი ლეგალური პარტნიორობის რეგისტრაციის საკითებზე და შეისწავლონ ფრენჩაიზინგის დადებითი მხარეები ეკონომიკის განვითარების ასპექტებში. 

გამოფენაში მონაწილეობის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ რეგისტრაცია ექსპო ჯორჯიას პავილიონის შესასვლელში, ხოლო დამატებითი ინფორმაციის მისარებადნებსიმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს „BUYBRAND Transcaucasia“-ს ოფიციალურ ვებ-გვერდს, მისამართზე: http://www.buybrandexpo.com/en/tbilisi/

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics