|
2017-05-22 14:00:22, 806 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ტურისტული მომსახურების გასაუმჯობესებელი ტრენინგები ჩატარდა
ტურისტული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით აჭარაში საინფორმაციო-ტურისტული ცენტრების თანამშრომლებმა გადამზადება გაიარეს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ერთკვირიანი ტრენინგკურსი ისეთ საკითხებს მოიცავდა, როგორებიცაა ეფექტური კომუნიკაცია და მომსახურება, მომხმარებლების ტიპის ამოცნობა, კონფლიქტური სიტუაციების მართვა, მომსახურების სტანდარტების შემუშავება და ქცევის სტილი. ტრენინგები მიზანი საინფორმაციო-ტურისტულ ცენტრებში მომსახურების გაუმჯობესება და მთიანი აჭარის ტურების გაყიდვების სტიმულირებაა. ერთ-ერთ ტრენინგზე მონაწილეებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი შეხვდა, რომელმაც საინფორმაციო-ტურისტული ცენტრების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „საინფორმაციო-ტურისტული ცენტრები არის პირველადი ინფორმაციის წყარო ჩვენთან მყოფი ტურისტებისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია თქვენ შეძლოთ მათთვის ქვეყნისა და რეგიონის ტურისტული ღირსშესანიშნაობებისა და პროდუქტების შესახებ საჭირო ინფორმაციის იმ ფორმით მიწოდება, რომ მოახდინოთ მათი მოგზაურობის სტიმულირება. ყოველწლიურად მზარდია ცენტრებში ვიზიტორების რაოდენობაც, რაც ტურისტული ცენტრების მომსახურების საჭიროებაზე მიუთითებს,“ აღნიშნა სულხან ღლონტმა ტრენინგზე შეხვედრისას. ამჟამად, აჭარის მასშტაბით 9 საინფორმაციო-ტურისტული ცენტრი ემსახურება ვიზიტორებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრები ყველა მუნიციპალიტეტსა და ბათუმშია განთავსებული. ყოველწლიურად მზარდია ცენტრებში ვიზიტორების რაოდენობაც. 2017 წელს, იანვარ-აპრილში საინფორმაციო ცენტრები 8 752 ვიზიტორს მოემსახურა, რაც 13,1%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. 2016 წელს, საინფორმაციო-ტურისტული ცენტრების მომსახურებით 86 684-მა ვიზიტორმა ისარგებლა, რაც 94%-ით აღემატება 2015 წელს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)