02:39 - 07 May, 2026
|
2017-05-22 13:34:29, 1938 ნახვა
საზოგადოება
ყაზახეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს, - ამის შესახებ NewTimes იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, გარდაცვლილი 25 წლის მამაკაცია. როგორც ადგილობრივი მედია წერს, მამაკაცს 18 მაისის შემდეგ ეძებდნენ. თავდაპირველად მამაკაცი ტელეფონს არ პასუხობდა, შემდეგ კი მიუწვდომელი იყო. მას ოჯახის წევრები და ადგილობრივები ეძებდნენ. გარდაცვლილ მაკაცს მეუღლე და მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა. როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საკონსულო პირველივე დღეებიდან კონტაქტზეა ოჯახის წევრებთან და ისინი მომხდართან დაკავშირებით, სრულად ინფორმირებულები არიან. რაც შეეხება გადმოსვენებას, ოჯახს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის განცხადებით ჯერ არ მიუმართავს.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)