11:22 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-22 12:37:17, 2168 ნახვა

სამართალი საზოგადოება
ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატები სასამართლო პროცესიდან მათი გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძეს ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

ადვოკატებმა - მიხეილ რამიშვილმა და გიორგი ფანცულაიამ 19 მაისს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომლის თანახმადაც, ისინი სასამართლო პროცესიდან გააძევა.

„როდესაც დეკანოზ გიორგი მამალაძის პროცესი დაიხურა, ამის შემდეგ, დეკანოზმა გამოთქვა პროტესტი და დატოვა სასამართლო დარბაზი, შემდეგ კი ჩვენ ადვოკატებს მოგვიწოდა, რომ დაგვეტოვებინა პროცესი. მოსამართლეს ავუხსენით პროცესის დატოვების მიზეზი. ამის შემდეგ 20 მაისს, ვგებულობთ, რომ ვიყავით გაძევებულები. ჩაგვბარდა განკარგულება გაძევების თაობაზე მე და მიხეილ რამიშვილს. ჩვენ ვითხოვთ, რომ განკარგულება ბათილად იქნეს ცნობილი, დავბრუნდეთ 30 მაისს სასამართლო სხდომაზე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ არ გვქონდა უფლება იქ გავჩერებულიყავით და ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ გვემოქმედა. რაც შეეხება მია ზოიძეს, არ ჩაბარებია დღემდე განკარგულება და ჩვენთვის გაუგებარია არის თუ არა ის გაძევებული სასამართლო პროცესიდან. ეკა ლომიძე რომელიც არის მეოთხე ადვოკატი და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ იმყოფებოდა, მას რა უფლებით შეუზღუდეს დაცვის უფლების განხორციელება. თუ ეკა ლომიძე არ არის ჩამოშორებული, რა უფლებით დაუნიშნეს სახაზინო ადვოკატი“,- განაცხადა გიორგი ფანცულაიამ. 

დააკმაყოფილებს თუ არა სააპელაციო სასამართლო ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების სარჩელს, 3 დღეში გახდება ცნობილი.

შეგანხსენებთ, რომ 19 მაისის საქალაქო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის არსებითი განხილვების პირველი სხდომა გაიმართა. მოსამართლემ სხდომა დატოვა, რის შემდეგადაც დეკანოზმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics