02:41 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-22 12:27:30, 1577 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ევროკავშირის პროექტის პრეზენტაციაში მონაწილეობს

იუსტიციის მინისტრის მოადგილე პროექტის − „ევროკავშირის საქმიანობა ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ" − პრეზენტაციაში მონაწილეობს.

სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრე ბარამიძე ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა და ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, ნარკომანიასთან ბრძოლის დაბალანსებული სტრატეგიის შემუშავება, ეფექტიანი იმპლემენტაცია და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაძლიერება გათვალისწინებული იყო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით, რომლის მოთხოვნებიც საქართველომ სრულად დააკმაყოფილა. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების დაცვისა და პატივისცემის მნიშვნელობას ნარკომანიასთან ბრძოლის პროცესში და აღნიშნა, რომ ნარკომანიასთან ბრძოლის სტრატეგია და 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმა სწორედ ამ მიდგომას ეფუძნება.

ალექსანდრე ბარამიძემ ისაუბრა, აგრეთვე, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე, რომელიც გამორიცხავს მარიხუანისა და მცენარე კანაფის მოხმარებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას და ამცირებს ჯარიმის ოდენობას.

მინისტრის მოადგილემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შექმნის საკითხზე. მისი თქმით, უკვე შემუშავდა ცენტრის დებულების პროექტი, სტრუქტურა და ცენტრის წევრთა არჩევის წესი, რომელიც სამუშაო ჯგუფის სხდომაზე  უახლოეს მომავალში განიხილება.

პროექტი „ევროკავშირის საქმიანობა ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ" ოთხწლიანია და მისი ბიუჯეტი 12 მილიონ ევროს შეადგენს. პროექტი მოიცავს სამართალდამცავ ორგანოთა გაძლიერებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომპონენტებს. პროგრამის ეფექტიანი განხორციელებისათვის ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში შეიქმნება ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ევროკავშირის კონტრაქტორ ორგანიზაციასა და საბჭოს წევრი უწყებების თანამშრომლობას.

პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ქვეყანაში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო მისიების ხელმძღვანელები.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics