02:41 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-21 15:56:50, 1610 ნახვა

საზოგადოება
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა

სტიქიის გამო, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. 

ამის შესახებ ჟურნალისტებს იმერეთის გუბერნატორის მოადგილე სოსო ხახალეიშვილმა განუცხადა.

სტიქიის ზონაში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, ეტაპობრივად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, თუმცა უამინდობის გამო, ტექნიკის მუშაობა ფერხდება.

იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა გამოდარებისთანავე დაიწყება.

სინოპტიკოსები უამინდობას კიდევ რამდენიმე დღე პროგნოზირებენ.

შეგახსენებთ, ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად, საქართველოს რამდენიმე რეგიონი დაზარალდა. განსაკუთრებით მძიმე პრობლემები სტიქიამ ლაგოდეხისა და წყალტუბოს რაიონების  სოფლებს  შეუქმნა.

კერძოდ კი,ძლიერმა წვიმამ  ლაგოდეხის რაიონის სოფლებში გაანადგურა  ვენახები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ასევე დატბორილია რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელი სახლის  სარდაფები. 

უხვი ნალექის გამო, მდინარე რიონი ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. მდინარის წყალმა წყალტუბოს რაიონის სოფელი ჟონეთი დატბორა. გადაუღებელი წვიმის გამო, დაიტბორა ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. ადგილზე სამაშველო სამსახურის ჯგუფები მუშაობენ.

ამასთან, გორის რაიონის სოფელ სობისში ძლიერმა ქარმა ათამდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.

არსებული ინფორმაციით, გადაუღებელი წვიმის გამო, წყალი რამდენიმე სახლში შევიდა. მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

 გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენსა და ვარიანში ძლიერი სეტყვაც იყო, რის შედეგადაც ნათესები დაზიანდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics