|
2017-05-21 11:08:45, 573 ნახვა
სხვადასხვა
გიორგი მღებრიშვილმა პარლამენტარებს შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში უმასპინძლა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში საქართველოს პარლამენტის წევრებს უმასპინძლა. გიორგი მღებრიშვილმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებს მაღალტექნოლოგიური, მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი დაათვალიერებინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელები დეპუტატებს ცენტრის შექმნის მიზანზე, დანიშნულებაზე, ფუნქციებსა და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ესაუბრნენ. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინე, მათ შორის გაეცნენ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ვიდეომონიტორინგის სისტემის შექმნას და საპოლიციო საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების უფრო მეტად გამოყენებას გულისხმობს. პარლამენტარები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით დანერგილ ინოვაციურ, ტექნოლოგიურ სიახლეებსაც გაეცნენ, რომლებიც გზებზე სატრანსპორტო მოძრაობის რეგულაციის, ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე ოპერატიული რეაგირების საშუალებას იძლევა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)