09:48 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-21 10:41:54, 1926 ნახვა

სამართალი
ედიშერ ქარჩავა მამა გიორგი მამალაძის მხრიდან ფულის გათეთრების მცდელობაზე საუბრობს

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა, დეკანოზ მამა გიორგი მამალაძეს  უკანონო ქმედებაში ამხელს. "განსხვავებული აქცენტების" ეთერში მან ექსკლუზიური განაცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საპატრიარქოში იციან დოკუმენტის შესახებ, სადაც ჩანს, რომ დეკანოზი 50 მილიონი ევროს გათეთრებას აპირებდა. ედიშერ ქარჩავას თქმით, არსებობს მამალაძის ხელმოწერილი ხელშეკრულება.

„საინტერესოა, საიდან ჰქონდა საზღვარგარეთ ესპანეთში გახსნილი კომპანია მღვდელს, რომელსაც სამეწარმეო საქმიანობის უფლება არა აქვს და არ შეიძლება, რომ მღვდელი ბიზნესმენი იყოს. კანონიკური სამართლის ნორმებითაც ეს დაუშვებელია და 50 მილიონი ევროს ტრანზაქცია უნდა განხორციელებულიყო... ფულის ტრანზაქცია უნდა განხორციელებულიყო. თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო თავად მამა გიორგი მამალაძე და ეს უკანონო ფული უნდა გათეთრებულიყო, ეკლესია უნდა გამოყენებულიყო და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგაც კი იყო გარკვეული ქმედება  მიმართული.საინტერესოა, ვინ მისცა ამ პიროვნებას უფლება, ლოცვა-კურთხევა, ან მხარდაჭერა, რომ რაღაც უკანონო თანხა, 50 მილიონ ევროზეა და არა 50 ლარზე საუბარი, შემოეტანა საქართველოში ეკლესიის გამოყენებით და სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, რადგან ეს უკანონო ფული თავისთავად ეკლესიის ინტერესს დააზიანებდა და ავტომატურად სახელმწიფოს ინტერესებსაც დააზიანებდა. ამ უკანონო ქმედებაში ამ პირებს არც პატრიარქი დაუშვებდა, არც ქორეპისკოპოსები, არც მეუფე იაკობი დაუშვებდა, არც მეუფე თეოდორე დაუშვებდა, არც ის პირები, ვინც ამ უკანონო ქმედებების განხორციელებაში ხელშემშლელი ფაქტორები იყვნენ. 50 მილიონი ევრო უკრაინის მოქალაქეების მეშვეობით უნდა შემოსულიყო.ვინ ეკითხებოდა მღვდელს ფულის გათეთრებას? ეს იყო დიდი გეგმის შემადგენელი ერთ- ერთი ნაწილიც ჩემი ვარაუდით, სხვანაირად თუ ვინმეს ბიზნესის განხორციელება უნდოდა საქართველოში, არსებობს კანონით დადგენილი წესი. თავისი პირადი იურისტი და ნოტარიუსი ჰყავდა,“ - აღნიშნა ედიშერ ქარჩავამ და დასძინა, რომ   ამის შესახებ არსებობს დოკუმენტაცია, თუმცა, პირადად მას არა აქვს.

ამასთან, კითხვაზე-ვისი კურთხევით მივიდა ეთერში სტუმრად, ედიშერ ქარჩავამ განაცხადა, რომ ყველა ნაბიჯს პატრიარქის  ლოცვა-კურთხევით დგამს. 

ასევე, კითხვაზე-როგორია უწმინდესის  პოზიცია ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, ქარჩავამ ასე უპასუხა:

„ცილისწამებაა, რომ უწმინდესი ინფორმაციას არ ფლობს და ვაკუუმშია. უწმინდესი სრულად ინფორმირებულია ყველა საკითხზე. უფრო მეტსაც გეტყვით, პატრიარქს უთქვამს ერთ-ერთი მღვდელმსახურის მიერ, რომ მე ვუყურებ ედიშერსო და კარგად გამოდისო“,-აღნიშნა ედიშერ ქარჩავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics