03:07 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-20 16:44:26, 2493 ნახვა

მსოფლიო
ლიბიაში ავიაბაზაზე თავდასხმის შედეგად 141 ადამიანი დაიღუპა

ლიბიის სამხრეთით მდებარე ავიაბაზაზე თავდსხმა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 141 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ TheNational იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის უმეტესად სამხედროები არიან. გარდა ამისა, თავდასხმის შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე სამოქალაქო პირებიც დაიღპნენ. 

ლიბიას ორი ხელისუფლება ჰყავს. კერძოდ კი, ქვეყნის აღმოსავლეთს, ქალაქ ტორბუკში მოქმედი პარლამენტი მართავს, ხოლო დედაქალაქ ტრიპოლის დასავლეთში გაეროს და ევროპის მხარდაჭერით ჩამოყალიბებული ნაციონალური თანხმობის მთავრობა ფაიზ სარაჯის ხელმძღვანელობით.

ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის ხელისუფლება ტრიპოლისგან დამოუკიდებლად მოქმედებს და თანამშრომლობს ნაციონალურ არმიასთან, რომლის მეთაურიც ხალიფ ხაფრატია და რომელიც ისლამისტებს ებრძვის.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეროვნული თანხმობის მთავრობის ხელმძღვანელმა ქვეყნის სამხრეთში ავიაბაზაზე შეტევის გამო თავდაცვის მინისტრი გადააყენა. ამ ოპერაციას 18 მაისს 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გუშინ, სარაჯის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ავიაბაზაზე შეტევის ბრძანება არ გაუცია და მომხდარი სამხედრო ესკალაციაა, რაც ეროვნული შერიგების პროცესს ართულებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა საფრანგეთში მომხდარ პოგრომებთან რუსეთის კავშირის ძიება დაიწყო
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics