2017-05-20 15:18:34, 2246 ნახვა
სამართალი
ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია
ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია.
როგორც "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
"ხანძარი ყოფილი შოკოლადის ქარხანაში მდებარე ხის საამქროში გაჩნდა. ინციდენტის შედეგად არავინს დაშავებულა", - აცხადებენ სააგენტოს პრეს-სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო მანქანაა მობილიზებული. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან