10:35 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-19 21:11:15, 2358 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკის 2017 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც იორდანია მასპინძლობს.

საქართველოს მთავრობის მეთაური იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს სამუშაო ვიზიტით ეწვია.

20 მაისს, გიორგი კვირიკაშვილი ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრება, რომელზეც სიტყვით გამოვლენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები.

დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვა პანელზე „Europe and MENA: From Neighborhood to Common Destiny“, რომელშიც ასევე მონაწილეობს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა იორდანიის მეფე აბდულა II-სთან, ასევე - იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრ ჰანი მულკისთან.

პრემიერ-მინისტრების შეხვედრის შემდეგ, გაფორმდება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

იორდანიაში სამუშაო ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრ ბორგე ბრენდესთან და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელთან, პროფესორ კლაუს შვაბთან.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, სახელმწფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics