09:39 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-19 20:01:33, 1939 ნახვა

სამართალი
გარემოსდაცვითი დეპარტამენტი მელიის ლეკვებისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე: ვიდეოზე ასახული პირი იდენტიფიცირებულია

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში, მელიის ლეკვებისადმი სასტიკი მოპყრობის ამსახველ ვიდეომასალას ეხმაურება და განმარტავს, რომ ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებები გაატარეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვიდეოზე ასახული პირის იდენტიფიცირება მოახდინეს.

„წალკის მუნიციპალიტეტის, სოფელ კუშში მცხოვრებ მოქალაქე დ.ნ.-ს ჩამოერთვა ახსნა-განმარტება.

მისი განმარტებით, მელია უნადგურებდა შინაურ ფრინველს, რის საფუძველზეც მოქალაქე დაურეგისტრირებელი სანადირო თოფით დაედევნა ცხოველს.  მელიის ლეკვები მისმა მონადირე  ძაღლმა ამოიყვანა სოროდან,  ამიტომაც აღენიშნებათ ლეკვებს დაზიანებები სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალაში. 

შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. მოქალაქეს ჩამოერთვა და დაილუქა სანადირო იარაღი.  მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics