|
2017-05-19 14:55:18, 1769 ნახვა
სამართალი
დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომა დატოვა
დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომა დატოვა. მან ადვოკატებსაც მოუწოდა, სასამართლო პროცესი დაეტოვებინათ. ბრალდებულის პროტესტი ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვის სრულად დახურვის თაობაზე მოსამართლის გადაწყვეტილებამ გამოიწვია. მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება ამჯერადაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენლების თქმით, არსებითი განხილვის სხდომების დახურვა მართლმსაჯულების ინტერესებიდან და სასამართლო პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოითხოვეს, ვინაიდან პროკურორების განმარტებით, საქმე შეიცავს პერსონალურ და პირადი ცხოვრების შემცველ ინფორმაციებს, მათ შორის ბრალდებულ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით და მათი გამჟღავნება მიზანშეუწონელია. პროცესის დახურვაზე შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე და თავად ბრალდებული. ადვოკატების თქმით, სასამართლო უნდა იყოს ღია, რათა მოქალაქეებმა არა მხარეების მხრიდან, პირადად მოისმინონ პოზიციები, არგუმენტები და გააკეთონ ანალიზი. ამასთან, ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, "როცა საუბარია მორალზე, ზნეობაზე და მას პროკურატურა ფარად იყენებს, საზოგადოებაა მორალი, ზნეობა და დასამალი არაფერია". მამა გიორგი მამალაძემაც აღნიშნა, რომ მზადაა, გასაჯაროვდეს მისი პირადი მიმოწერა, რომელიც საქმესთან შემხებლობაშია. თუმცა მოსამართლემ პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრებისა და პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების ხელყოფასთან დაკავშირებული გარემოებების გათვალისწინებით, არსებითი განხილვის სხდომა სრულად დახურა. შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით. მათივე ცნობით, მიღებული ქიმიური, ტოქსიკოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ ბრალდებულის ბარგიდან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს სწრაფი მოქმედების ძლიერ შხამს - ნატრიუმის ციანიდს, რომლის ოდენობა საკმარისი იყო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად. აქედან გამომდინარე, საქმე სასამართლოში წარიმართა სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდა აღნიშნულისა, გიორგი მამალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)