|
2017-05-19 10:14:41, 2473 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი: სპეცპროკურორის დანიშნვა, რომელიც რუსეთთან შესაძლო კავშირებს გამოიძიებს, ქვეყნის იმიჯს აზარალებს
ამერიკის შეერთებული შთატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, სპეციალური პროკურორის რობერტ მიულერის დანიშვნა, ქვეყანას ავნებს, - ამის შესახებ BBC იუწყება. ტრამპის განმარტებით, მას რუსეთთან არანაირი ფარული კავშირები არ აქვს, ისევე როგორც მის მის წინასაარჩევნო შტაბს. „ვთვლი, რომ სპეციალური პროკურორის დანიშვნა ჩვენს ქვეყანას ავნებს, იმიტომ, რომ წარმოაჩენს ამერიკას, როგორც დაბნეულ, დაყოფილ და დაულაგებელ ქვეყენას“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. მანამდე, დონალდ ტრამპმა რუსეთთან მის შესაძლო კავშირების გამოძიებას „კუდიანებზე უდიდესი ნადირობა“ უწოდა. აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილის როდ როზენშტაინის განცხადებით, სპეციალური პროკურორის დანიშნვა საჭირო იყო იმისთვის, რომ გამოძიებას დამოუკიდებელი ექსპერტი ჰყოლოდა. მისივე თქმით, მიულერი გამოძიების განვითარებას დააკვირდება. სპეციალური პროკურორის დანიშნვის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც 10 მაისს დონალდ ტრამპმა FBI-ის დირექტორი ჯეიმს კომი გაათავისუფლა. გავრცელებული ინფორმაციით, კომი დონალდ ტრამპისა და რუსეთის ურთიერთობებს და ოფიციალური კრემლის არჩევნებში შესაძლო ჩარევას იძიებდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)