2017-05-19 08:58:13, 2423 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.4086 ლარი ღირს
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა, ევროსთან კი, ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.4086 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.4115 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0029 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს, 2.6810 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 2.6789 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0021ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან