08:44 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-18 20:30:38, 2157 ნახვა

ეკონომიკა
თბილისში საქართველო-ავსტრიის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მე-5 სხდომა გაიმართა

თბილისში საქართველო-ავსტრიის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მე-5 სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ავსტრიის რესპუბლიკის მეცნიერების, კვლევისა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე საერთაშორისო ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით ბერნადეტე გირლინგერი უძღვებოდნენ. 

სხდომის ბოლოს ხელი მოეწერა საქართველო-ავსტრიის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მე-5 სხდომის ოქმს.

კომისიის თანათავმჯდომარეებმა კომისიას ორი ქვეყნის ეკონომიკის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

„ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები და  ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები ისეთ  სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, საბაჟო საკითხები,  სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა,  კულტურა, საგანმანათლებლო სფერო და  ასე შემდეგ. შესაბამისად, ვისაუბრეთ, თუ როგორ განვავითაროთ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის და გავაძლიეროთ ის მიმართულებები, სადაც ვხედავთ, რომ პოტენციალი სრულად არ არის ათვისებული“, - განაცხადა გენადი არველაძემ.

კომისიის ფარგლებში მხარეებმა განსაკუთრებულ ყურადღება ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფარგლებში განხორციელებულ პროექტებსა და ტურიზმის სფეროში გამოცდილების გაზიარებას დაუთმეს.

როგორც სხდომაზე ითქვა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სფეროში ავსტრიის მხარესთან თანამშრომლობა და მათი გამოცდილების გაზიარება.

ეკონომიკური კომისიის ფარგლებში თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას და სოფლის მეურნეობის სფეროში ევროპული სტანდარტების დანერგვას.

მხარეებმა, ასევე, განათლებისა და მეცნიერების სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა აღნიშნეს და სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

ქართულმა მხარემ ავსტრიას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მონაწილეს ევროკავშირის დახმარების პროექტებში მადლობა გადაუხადა.

ავსტრიის დელეგაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირის დახმარების სამომავლო პროექტებში.

შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში სტრატეგიული კომუნიკაციებისა და 2017-2020 წლებისთვის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის   სტრატეგიის მნიშვნელობა ხაზგასმით აღინიშნა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics