|
2017-05-18 18:08:16, 2243 ნახვა
სამართალი კომენტარი
ეკა გიგაური: საქართველოში არიან ადამიანები, რომლებსაც კანონი არ ეხებათ
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს, რომ სიმართლე არ დადგინდეს. ეკა გიგაურმა გენერალურ აუდიტორთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გამოძიება არასწორი მუხლით დაიწყო. კერძოდ, გიგაურის განმარტებით, 126-ე მუხლით, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს, კამერების ამოღება ნებადართული არაა. მისივე შეფასებით, სამწუხაროდ, საქართველოში არიან ადამიანები, ვისაც კანონი არ ეხებათ: „მგონია, რომ სპეციალურად ხდება ის, რომ ამ მუხლით დაიწყო გამოძიება და ის, რომ ამ დღეების განმავლობაში არ იქნა დაკითხული ფარცხალაძე და ფაქტობრივად ყველაფერი ხდება ისე, რომ არ დადგინდეს სიმართლე და საზოგადოებამ არ გაიგოს მთავარი რამ, რომ ჩვენ გვაქვს პრობლემები თბილისის მერიაში, რომ ამ პრობლემების შექმნაში შესაძლოა, ჩართული იყოს ყოფილი მთავარი პროკურორი და ასევე მიზანია ის, რომ საზოგადოებამ გაიგოს, რომ ჩვენს ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებსაც არ ეხებათ კანონი. ვილაპარაკეთ იმ მოკვლევაზე, რომელიც აუდიტის სამსახურმა ჩაატარა, თუმცა ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას ის, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად ცუდ მოცემულობაში . ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც არ ეხებათ კანონი, გამოძიება დაწყებულია არასწორი მუხლით და ამ გამოძიების შედეგად შეუძლებელია ამოღებული იქნას კამერები, რომლითაც დადგინდება, როგორ იყო კონფლიქტი. გამოძიება არაეფექტურია“,-აღნიშნა გიგაურმა და დასძინა, რომ რეალურად ამ საქმით არ ინტერესდება არც ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი და განსაკუთრებით პარლამენტი, რომელიც უნდა იყოს პირველ რიგებში, რადგან აუდიტის სახელმწიფო სამსახური პირდაპირ პარლამენტს ექვემდებარება. შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას განცხადებით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თავს დაესხა. თავდასხმა მოხდა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც აუდიტის სამსახური მოკვლევას აწარმოებდა. ლაშა თორდიას განმარტებით, საქმე 2016 წელს მიწების გადაცემის საკითხს ეხება და მასში ოთარ ფარცხალაძის გვარი ფიგურირებს.
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)