|
2017-05-18 17:14:02, 1934 ნახვა
სამართალი კომენტარი
ლაშა თორდია: ძალიან ცდებიან, თუ ჰგონიათ, რომ ასე მარტივად დასრულდება ეს ყველაფერი
გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას განცხადებით, ის გამოძიებას სრულ უნდობლობას უცხადებს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ თორდიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დასკვნა, რომელზეც აუდიტორები დღესაც მუშაობენ და რომელსაც ოთარ ფარცხალაძესთან მომხდარი ინციდენტი უკავშირდება, აუცილებლად გამოქვეყნდება. თორდიას განმარტებით, იმ მუხლით, რითაც სავარაუდო დანაშაულის კვალიფიკაცია მოხდა, კამერების ამოღება ნებადართული არ არის. მისივე შეფასებით, ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად გამოძიების ჩატარება არ სურთ: „კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ მომხდარ ინციდენტზე, ვისაუბრეთ დასკვნაზე. აუდიტორები დღესაც მუშაობენ იმისათვის, რომ ყველა მტკიცებულება მოიპოვონ და გახდეს საჯარო. ორშაბათ, სამშაბათს ამ დასკვნასთან დაკავშირებით ცალკე შეხვედრა გაიმართება. აქ საუბარია ამ ინსტიტუციის არსებობა არ არსებობაზე. ეს ნიშნავს თავდასხმას ინსტიტუციაზე, რომლის მთავარი ფუნქციაა კორუფციული, თუ არაეფექტური ხარჯების გამოვლენა. გამოძიებას სურს არ დასრულდეს და არ შედგეს გამოძიება. იმ მუხლით, რითიც მოხდა კვალიფიკაცია ამ დანაშაულის, კამერების ამოღება ნებადართული არ არის. ისინი მიმართავენ სასამართლოს და სასამართლო უარს იტყვის. ამასობაში ეს კამარები წაიშლება. საუბარია იმაზე, რომ ამ ადამიანებს გამოძიების ჩატარება არ უნდათ. ეს მიმართულია მხოლოდ ჩემი დისკრედიტაციისაკენ“,-განაცხადა ლაშა თორდიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)