08:42 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-18 16:33:44, 2165 ნახვა

ეკონომიკა
სებ-მა დარღვევების გამო, 34 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, 13 პუნქტი კი, დააჯარიმა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აჭარის რეგიონში არსებული 47 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი შეამოწმა.

სებ-ის ინფორმაციით, "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონისა და "ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის" მოთხოვნების დარღვევის გამო, 13 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს დაეკისრა საჯარიმო სანქცია 280 400 ლარის ოდენობით, ხოლო 34 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა.

„საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ახორციელებს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მონიტორინგს და ახდენს რეაგირებას ნებისმიერ გამოვლენილ დარღვევაზე. ქვეყნის მთავარი ბანკი მომავალშიც მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობა და ასევე დაცული იყოს მომხმარებლის უფლებები.

ამასთან, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მომხმარებელს, რომ  ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ ინფორმაცია როგორც გაცვლითი კურსის, ისე მომსახურების საკომისიოს შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე 2 406 406 ან მოგვწეროთ - cp@nbg.gov.ge“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics