|
2017-05-18 16:19:57, 2045 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: ამ დებატებში იკარგება მთავარი - სად არის ჩვენი, როგორც მოქალაქეების შეკვეთა - ის, რაც ჩვენ გვინდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია" ფარგლებში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორებს შეხვდა. შეხვედრისას საარჩევნო, მათ შორის ბონუსის სისტემა, სახელმწიფო მოწყობის საკითხები, თვითმმართველობის მნიშვნელობა, უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქცია-მოვალეობები, ასევე კონსტიტუციის ახალი პროექტის სხვა სადავო საკითხები განიხილეს. შეხვედრისას პრეზიდენტმა სტუდენტების და პროფესორების მოსაზრებებს მოუსმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა. „მივესალმები იმ დისკუსიებს და ძალიან აქტიურ ჩართულობას, რომელიც არსებობს ამ საკითხებთან დაკავშირებით. სულ რამდენიმე პრინციპული თემაა, რომელიც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ და, მათი გადაწყვეტის შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება მართლაც მნიშვნელოვანი დოკუმენტი შევქმნათ. რა არის ეს: ჩემთვის ერთერთი ყველაზე პრინციპული საპარლამენტო არჩევნების სისტემაში ბონუსების თემაა, რომელიც საკონსტიტუციო კომისიამ წარმოგვიდგინა. საუბარია, რომ ეს ხმები სულ იმ ერთმა ძალამ უნდა წაიღოს, ვინც პირველ ადგილას გავიდა. ეს ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია, რადგან მიმაჩნია, რომ ყველაზე წმინდა ამ პროცესში არის ხმის მიცემა. მთელი 25 წელი იმაზეა ლაპარაკი, რომ - დაიცავი შენი ხმა, არ წაგართვან ხმები, არ მოგატყუონ და უცებ გეუბნებიან, რომ შენ რომელ პარტიასაც მიეცი ხმა, იმ პარტიამ ვერ გადალახა 5%-იანი ბარიერი და მისი ყველა ხმა მიაქვს ერთ ვიღაცას. ეს პრინციპულად მიუღებელია", - აღნიშნა საქართველოს პრეზდენტმა. ქვეყნის პირველი პირი პრეზიდენტის არჩევის წესსაც შეეხო და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი არჩევის წესი დემოკრატიულია, თუმცა აუცილებელია გავითვალისწინოთ არსებული ტრადიცია და მისი შეცვლის შემთხვევაში, დასაბუთებულად აიხსნას ეს გადაწყვეტილება. გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება უმაღლესი მთავარსარდლის როლზეც გაამახვილა. „პრეზიდენტს ასახელებ უმაღლეს მთავარსარდლად და ეს მნიშვნელოვანია, თუმცა მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი კომპეტენცია მართოს ქვეყანა არა მხოლოდ ომის დროს, არამედ ომამდე კრიზისებში და არასაომარ დროსაც გააძლიეროს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. მარტივად რომ შევხედოთ, წინა ხელისუფლება სტაბილური იყო, მაგრამ პრემიერმინისტრი შეიცვალა სამჯერ. წარმოიდგინეთ ჯარმა სამჯერ უნდა სხვადასხვა პრემიერმინისტრთან დადოს ფიცი და, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმინისტრი არის ხელისუფლების ძირითადი ბერკეტების მფლობელი, ჯარი, როგორც ერთობა ადამიანებისა, რომლებიც მზად არიან სამშობლოს საკუთარ სიცოცხლე მისცენ და კიდევ უფრო მეტიც - საკუთარ თავზე აიღონ სხვისი სიცოცოხლის ხელყოფის უფლება, ეს ადამიანები იმსახურებენ, რომ მათთვის შეიქმნას სტაბილური გარემო და მათი მხედართმთავარი, რომელიც მათ მისცემთ ბრძანებას, რომ ასეთი რისკის ქვეშ დააყენონ საკუთარი და სხვისი სიცოცხლე, ამ ნაწილში იყოს ძალიან გამართული, ეს საქართველოს მსგავს ქვეყანას განსაკუთრებით სჭირდება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის მრჩევლებიც ესწრებოდნენ.
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)