17:06 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-18 11:39:47, 552 ნახვა

რეგიონი
აჭარაში, სოციალურ სახლებში ბინებს კომპენსირებული ეკომიგრანტებიც მიიღებენ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის N-14 დადგენილებით დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების თანახმად სოციალურ სახლებში ფართებს ის ეკომიგრანტი ოჯახებიც მიიღებენ, რომელთაც გასულ წლებში სახელმწიფოსგან მიღებული აქვთ ერთჯერადი ფინანსური დახმარება.

„კერძოდ: 5 000 ლარი ან ნაკლები, მაგრამ თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა პრობლემის გრძელვადიანი გადაწყვეტისთვის. 5 000 ლარიდან 7 000 ლარის ჩათვლით, კომპენსირებული ოჯახი რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში 0-დან 200 000-მდე სარეიტინგო ქულით.

სტიქიით დაზარალებული ოჯახები ღებულობდნენ ერთჯერად მატერიალურ დახმარებებს, რომლის დროს არ იყო გამოკვეთილი დაზარალებულის ვალდებულება და არ ხდებოდა ხარჯვის მიზნობრივობის უზრუნველყოფა.

მოსახლეობა ნაკლებად იყო ინფორმირებული დაზიანებული შენობების ადგილზე გამაგრების არაეფექტურობაზე. შედეგად, ათობით ოჯახი, რომლებსაც გასულ წლებში მიღებული აქვთ ადგილმონაცვლეობისათვის არასაკმარისი ფინანსური დახმარება, დღემდე რჩება სტიქიურად საშიშ ზონაში.

აღნიშნული ცვლილებით ეფექტურად გადაწყდება ზემომითითებული კატეგორიის ოჯახთა გრძელვადიანი დაკმაყოფილების საკითხი. აღნიშნული ცვლილება არ შეეხება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის - ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ ფარგლებში გათვალისწინებულ თანადაფინანსებას“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics