2017-05-17 20:36:18, 2128 ნახვა
სამართალი
პრეზიდენტის შვილის მეგობარ თორნიკე კაჭარავას პატიმრობა შეეფარდა
პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის მეგობარ თორნიკე კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლე ელენე გოგუაძემ ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდების თაობაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაიზიარა.
დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა დაკავების დროს სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე ისაუბრა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 26 ივნისს გაიმართება.
შეგახსენებთ, თორნიკე კაჭარავა 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან