|
2017-05-17 19:41:58, 1996 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის ვიცე-პრემიერთან ორმხრივი ურთიერთობები განიხილა
ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის ვიცე-პრემიერ ვანგ იანგს შეხვდა. შეხვედრაზე, საქართველო-ჩინეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრა ჩინეთის ანჰუის პროვონციის ქალაქ ჰეფეიში გაიმართა, სადაც საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ჩინეთის ვიცე-პრემიერთან ერთად, „ცენტრალური ჩინეთის ექსპო 2017"-ის ოფიციალურ გახსნაზე მოხსენება გააკეთა. დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს დამოკიდებულებაზე „ერთი სარტყელი - ერთი გზის" ინიციატივის მიმართ, რომელიც ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა გააკეთა. აღნიშნული ინიციატივის თანახმად, საქართველო წარმოდგენილია, როგორც ცენტრალური სატრანსპორტო (აღმოსავლეთ-დასავლეთის) დერეფნის შემადგენელი. ფინანსთა მინისტრმა ჩინეთის პრეზიდენტის მიერ დასახელებულ „ერთი სარტყელი - ერთი გზის" მიმართულების 5 მთავარ პრინციპზე გააკეთა აქცენტი, რომლის თანახმადაც სარტყელისა და გზის ქვეყნებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრება, ეკონომიკური კეთილდღეობის გადანაწილება, ხალხთა შორის კულტურული კავშირების განვითარება და სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობა უნდა არ5სებობდეს. „საქართველო ერთ-ერთი პირველი მიუერთდა აბრეშუმის გზის ინიციატივას, როგორც ისტორიულად მისი განუყოფელი ნაწილი", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. მისი თქმით, ე.წ. „ცენტრალური დერეფანი" უმოკლესი გზაა ჩინეთსა და ევროპას შორის. ასევე, აღნიშნული მარშრუტით ყაზახეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით შესაძლებელია ტვირთის ჩატანა 12 -14 დღეში. დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ახსენა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, რომელიც 2017 წელს უნდა ამოქმედდეს და საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის გავლით ჩინეთიდან სარკინიგზო ტვირთების გაზრდის შესაძლებლობას იძლევა. შეხვედრაზე, ჩინეთის ვიცე-პრემიერმა ქართული მხარის „ერთი სარტყელი - ერთი გზის" ინიციატივის ფარგლებში ჩინური კომპანიების მიერ საქართველოში ახალი საწარმოო სიმძლავრეების შექმნის შესახებ წინადადება დადებითად შეაფასა. გარდა ამისა, დასახელდა მთელი რიგი საკითხებისა, რომლებიც დადებითად გადაწყდება ქვეყნებს შორის და ხელს შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ საქართველოს ელჩი ჩინეთში დავით აფციაური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სს „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე. (NS)
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)