|
2017-05-17 17:42:11, 1864 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ ჰერბერტ ზალბერის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ჰერბერტ ზალბერის მიერ ცხინვალში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უკიდურესად შეშფოთებულია ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, გერმანელი დიპლომატის, ჰერბერტ ზალბერის ცხინვალში გაკეთებული განცხადების გამო. ზალბერმა ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლ ბიბილოვს სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და მასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნული დიპლომატი ჩვენი სახელმწიფო ინტერესების საზიანო განცხადებას აკეთებს. თუმცა, მისი ყველა განცხადება, დღემდე რეაგირების გარეშე დატოვა საქართველოს ხელისუფლებამ. მიგვაჩნია, რომ მისი განცხადებები უხეშად ხელყოფს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, რადიკალურად განსხვავდება ევროკავშირის ოფიციალური პოზიციისაგან, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არაღიარების პოლიტიკას მტკიცედ უჭერს მხარს. შესაბამისად, აღნიშნული დიპლომატის მიერ ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის რანგში საქმიანობის გაგრძელება, პირდაპირ ზიანს აყენებს როგორც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ასევე საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიულ ურთიერთობებს. მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყონებლივ მოითხოვოს ზალბერის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან და აღკვეთოს მისთვის მანდატის გაგრძელება. მიგვაჩნია, რომ გერმანელი დიპლომატის მიერ გაკეთებული უპასხუსმგებლო განცხადება, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლები მიერ გატარებული პოლიტიკის პირდაპირი შედეგია, რომლის შედეგადაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და ანექსიის პროცესის საკითხი, მოხსნილია საერთაშორისო დღის წესრიგიდან. სწორედ საქართველოს ხელისუფლების პასიური დიპლომატიური პოლიტკის შედეგად გახდა შესაძლებელი ევროპელი დიპლომატის მხრიდან საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფა", – ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)