|
2017-05-17 15:44:20, 873 ნახვა
სამხედრო
კადეტთა სამხედრო ლიცეუმის საინფორმაციო შეხვედრები დასრულდა
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ახალი აკადემიური წლისთვის ემზადება. ამ მიზნით, ლიცეუმის წარმომადგენლებმა საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. საინფორმაციო შეხვედრების ციკლი, დღეს, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროს, კაპრალ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის N173-ე საჯარო სკოლაში დასრულდა. ლიცეუმის მთავარმა სერჟანტმა იაკობ მარუაშვილმა და კადეტებმა მოსწავლეებს სასწავლებლის ისტორიის, ამოცანის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და სასწავლო პროგრამების, მიღების პირობების შესახებ ინფორმაცია მიწოდეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეები ფიზიკური მომზადების, სწავლის პროცესისა და დღის განრიგით დაინტერესდნენ. მათი კითხვები ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მდგომარეობასაც შეეხო. შეხვედრაზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროს, კაპრალ ვახტანგ გზირიშვილის ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. უახლოეს დღეებში კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „ღია კარის დღე“ გაიმართება. დაინტერესებულ პირებს სამხედრო სასწავლებელში მიმდინარე პროცესებისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაცნობის, ასევე ინფრასტრუქტურის დათვალიერების საშუალება მიეცემათ. სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელობა და კადეტები, საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის, იმერეთის, შიდა ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. (NS)
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
ტრამპმა კაპიტოლიუმის შენობაში შტურმის შედეგად დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობა წამოჭრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)