|
2017-05-16 16:52:28, 2556 ნახვა
საზოგადოება მსოფლიო
ლუჟკოვი ქართული მხარის გადაწყვეტილებას მის ბოლო ვიზიტს უკავშირებს
მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, მისი ე.წ. შავ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით, არ არის განპირობებული მისი ვიზიტით ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთში. როგორც ლუჯკოვმა აღნიშნა, ქართული მხარის გადაწყვეტილება საქართველოში მის ბოლო ვიზიტს მოჰყვა. "საქართველოში ჩემს ჩასვლამდე, მათ არანაირი გადაწყვეტილება არ ჰქონდათ მიღებული. ამის შემდეგ კი ჩემი ჩასვლა საქართველოში პრობლემად იქცა და ე.წ. შავ სიაში შემიყვანეს. ეს მოხდა იმის გამო, რომ საქართველოში ვიყავი ჩასული და არა იმის გამო, რომ სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს ვეწვია", - განაცხადა ლუჟკოვმა. შეგახსენებთ, რომ მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში იმყოფებოდა. ლუჟკოვის სტუმრობა საზოგადოების ნაწილმა მწვავედ გააკრიტიკა, რადგან მან ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ვიზიტებით, ოკუპაციის შესახებ კანონი არაერთხელ დაარღვია.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)