06:19 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-16 16:30:46, 1961 ნახვა

სამართალი
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დელეგაცია საქართველოში საინფორმაციო კამპანიას იწყებს

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დელეგაცია მიიღო. შეხვედრას, აგრეთვე, ესწრებოდა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი.

ჰააგის პროკურატურისა და სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენლების ვიზიტის მიზანი საქართველოში საინფორმაციო კამპანიის წარმოებაა, რომლის ფარგლებშიც ისინი ქართულ საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას ჰააგის სასამართლოსა და რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დანაშაულების გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, განუმარტავენ პროცედურებს, გამოძიებისშესაძლო ვადებსა და შედეგებს.

„იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო და გაშალა საინფორმაციო კამპანია ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ გვქონდა შეხება ჰააგის დელეგაციასთან, რომლის ვიზიტი ემსახურება იმავე მიზანს. ისინი ჩაერთვებიან ამ კამპანიაში და ქართული საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს გაუზიარებენ ინფორმაციას, რა სტადიაზეა გამოძიება და რა შესაძლებლობები აქვსსაერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, რომ მიღწეულ იქნას ის მიზანი, რაც ყველას ერთად გვამოძრავებს − აღსრულდეს საერთაშორისო მართლმსაჯულება 2008 წლის ომის პერიოდში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებზე", − განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

ვიზიტის ფარგლებში, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დელეგაცია იძულებით გადაადგილებულ პირებს, არასამთავრო ორგანიზაციებს, აკადემიურ წრეებსა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან და მათ კითხვებს უპასუხებენ.

დელეგაციის ვიზიტამდე იუსტიციის სამინისტრომ საზოგადოების ინფორმირების მიზნით ფართო საინფორმაციო კამპანია დაიწყო. მინისტრის მოადგილე და სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ იძულებით გადაადგილებულ პირებს კოდაში, წეროვანში, ხაშურსა და გორში; სტუდენტებს გორის უნივერსიტეტსა და თსუ–ში, არასამთავრობო ორგანიზაციებს. 

გოჩა ლორთქიფანიძემ მათ ინფორმაცია ჰააგაში მიმდინარე გამოძიების პროცედურებსა და შესაძლო ვადებზე მიაწოდა, აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულებს კი მათი გამოძიების პროცესში ჩართვის მექანიზმები განუმარტა.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოსომის დანაშაულებს იძიებს. ნებართვა ჰააგის პროკურორისადმი საქმეზე გამოძიების დასაწყებადჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 27 იანვარს გასცა. გადაწყვეტილება და მისიფორმულირებები სრულად შესაბამება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.

  • სასამართლოს შეფასებით, 2008 წელს სახეზე იყო საერთაშორისო კონფლიქტი საქართველოსა დარუსეთს შორის;
  • გადაწყვეტილებაში არაერთგზისაა ნათქვამი, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია;
  • გამოძიებაზე ნებართვა გაიცა რამდენიმეთვიან პერიოდზე, 2008 წლის 1 ივლისიდან 10ოქტომბრამდე მომხდარ ფაქტებზე, რაც საშუალებას აძლევს

საქართველოს, გამოძიებას დაუქვემდებაროს აგვისტოს ომის წინაპირობები;

  • ჰააგის პროკურორს გამოძიების ნებართვა მიღებული აქვს ყველა ტიპის დანაშაულზე, რომისსტატუტიდან გამომდინარე, რაც შესაძლებელს ხდის ქართველი სამხედრო ტყვეებისმკვლელობების საქმის გამოძიებას;
  • გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ქართველთა ეთნიკურ წმენდას;ნათქვამია, რომ ის მიზნად ისახავდა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობისცვლილებას.
  • ქართული მხარე ჰააგის სასამართლოსთან გამოძიების ფარგლებში მჭიდროდ თანამშრომლობს.

​(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics