|
2017-05-16 15:28:37, 2280 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანმა ე.წ. მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, სამხედრო ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანა
აზერბაიჯანის არმიამ ე.წ. მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე განთავსებულ სამხედრო ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანა, - ამის შესახებ haqqin.az იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, იერიში 15 მაისს განხორციელდა. ამასთან, აზერბაიჯანულმა მხარემ მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა. მედიის ცნობით, სომხეთის მხარე აცხადებს, რომ "სარაკეტო დარტყმის შედეგად სამხედრო ტექნიკა დაზიანდა". ბაქოს განცხადებაში კი ნათქვამია, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები საჰაერო სივრცეზე კონტროლის მოპოვებას ცდილობდნენ, რისთვისაც თავდაცვის წინა ხაზზე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი "ოსა" განათავსეს. "აზერბაიჯანის საფრენი აპარატებისთვის შექმნილი რეალური საფრთხიდან გამომდინარე, ასევე მოწინააღმდეგის აქტიურობის აღსაკვეთად, სრულად განადგურებულია კომპლექსი "ოსა"", - ნათქვამია აზერბაიჯანული მხარის განცხადებაში. "რია-ნოვოსტის" ინფორმაციით, მხარეები აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შესაბამისი შეთანხმება 55-ჯერ დაირღვა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)