|
2017-05-16 13:44:08, 2097 ნახვა
მსოფლიო
ილდირიმი: ევროპის უსაფრთხოება თურქეთიდან იწყება - ერდოღანი კი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გულმოწყალე ადამიანია
თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, ევროკავშირი ნაცვლად პოლიტიკური ორგანიზაციისა, ბიუროკრატიულ ორგანიზაციად იქცა, - ამის შესახებ ბინალი ილდირიმმა ლონდონში ვიზიტის დროს გამოცემა London Evening Standard-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც ილდირიმმა აღნიშნა, თურქეთში მყოფ სირიელ ლტოლვილებთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნის ზოგიერთმა ლიდერმა დანაპირება არ შეასრულა. "ჩვენ ხალხს სიცოცხლე შევუნარჩუნეთ, ვზრუნავთ მათზე და ჩვენ მიწაზე თავშესაფარს ვაძლევთ. ევროპამ უნდა დააფასოს ეს და პასუხისმგებლობა აიღოს იმაზე თუ როგორ გავინაწილებთ ამ ტვირთს. ევროპისა და ევროპელი ხალხის უსაფრთხოება თურქეთიდან იწყება. ევროკავშირის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ევროკავშირი ნაცვლად პოლიტიკური ორგანიზაციისა, ბიუროკრატიულ ორგანიზაციად იქცა. მაღალი დონის ჩინოვნიკები ამ ორგანიზაციას წევრი ქვეყნების სახელით მართავენ. შესაბამისად, ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება დიდ დროს ითხოვს", - დასძნა ილდირიმმა. რაც შეეხება თურქეთის პრეზიდენტს ილდირიმის შეფასებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გულმოწყალე ადამიანია.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)