|
2017-05-16 13:17:36, 2245 ნახვა
მსოფლიო
ჰილარი კლინტონი ახალ პოლიტიკურ ორგანიზაციას ქმნის - „წინ ერთად!“
ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის წევრი და ქვეყნის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჰილარი კლინტონი ახალ პოლიტიკურ ორგანიზაციას ქმნის, - ამის შესახებ ჰილარი კლინტონმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. როგორც კლინტონი წერს, ორგანიზაციის ძირითადი მიზანი მისი წინასაარჩევნო კამპინიის დროს არსებული ინიციატივების მხარდაჭერაა. "ვიწყებთ ახალ მოძრაობას, რათა ხალხი პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას იღებდეს და თავიანთი ქმედებების კოორდინირებას ახდენდეს. ვიცი რისთვისაც ვიბრძვი: კეთილი და დიდი გულის მქონე ამერიკისთვის ", - წერს კლინტონი Twitter-ის გვერდზე. ჰილარი კლინტონმა ორგანიზაციის სახელიც დაანონსა: წინ ერთად! (Onward Together). მისივე თქმით, დემოკრატიისთვის მოქალაქეთა ჩართულობა აუცილებელია. მისი ორგანიზაცია კი მხარს დაუჭერს არაკომერციულ უფლებადამცველ ორგანიზაციებს, რომლებიც რასობრივი თანასწორობისა და სისხლის სამართლის რეფორმირებისთვის იბრძვიან. ასევე, ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ქალებს პოლიტიკურ ასპარეზზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას ასწავლის.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)