2017-05-16 11:03:38, 2099 ნახვა
სამართალი
შსს-მ ანკარის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა
თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო-ქართლის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს მეოთხე განყოფილების სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის „სადახლოს“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ანკარის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, 1972 წელს დაბადებული ს. ბ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ს.ბ.-ს ბრალი ედება თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 463-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც მკვლელობას გულისხმობს.
უწყების ცნობით, ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან