|
2015-04-14 14:42:50, 785 ნახვა
ეკონომიკა
Europe-bet.com-ი საფეხბურთო კლუბ “ტორპედო ქუთაისის“ გენერალური სპონსორი გახდა
Europe-bet.com - სა და კლუბ „ტორპედო ქუთაისს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის საფუძველზე Europe-bet.com 1 წლის განმავლობაში კლუბ „ტორპედო ქუთაისის“ გენერალური სპონსორი გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს დოკუმენტის ოფიციალური ხელმოწერა მოხდა და პრესკონფერენცია გაიმართა. Europe-Bet.com -ის დაარსების დღიდან, კომპანია საქართველოს ბაზარზე წამყვან პოზიციას იკავებს ბუკმეკინგის და ონლაინ თამაშების სფეროში. იგი ძირითად აქცენტს სანდოობაზე და მომსახურების კომფორტზე აკეტებს. ამის შედეგია, რომ 5 წლის განმავლობაში კომპანია სტაბილურად იზრდება და წარმატებული ინიციატივებით გამოირჩევა. მუდმივმა განვითარებამ და მოწინავე პოზიციამ ბაზარზე ძლიერი ბრენდის შექმნას ჩაუყარა საფუძველი. Europe-Bet.com -ის ძირითადი ფასეულობა იყო და რჩება სპორტის განვითარების მხარდაჭერა საქართველოში. კომპანია 2010 წლიდან მხარს უჭერს და ასპონსორებს სპორტის სხვადასხვა ღონისძიებებსა თუ გუნდებს, მათ შორის: ბილიარდის ფედერაცია; საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია; საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია; საფეხბურთო კლუბი საბურთალო. ამ სიას ახლა უკვე დაემატა საფეხბურთო კლუბი „ტორპედო ქუთაისი“. „ქუთაისის ტორპედო 2014-2015 წლების ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე გუნდია. ბოლო რამდენიმე ტურის შედეგების მიხედვით გუნდმა მე-13 ე ადგილიდან მე-8 ადგილზე გადმოინაცვლა. მიმდინარეობს გუნდის გადახალისება, გვყავს ახალი მწვრთნელი, ახალი მენეჯმენტი, რაც გვაძლევს იმედს და საშუალებას, მიმდინარე წლის ბოლოსთვის უკეთეს შედეგს მივაღწიოთ. Europe-Bet.com -ის მიერ შეტანილი წვლილი მისაბაძი მაგალითია ქართული ფეხბურთის თანადგომისა და განვითარების საქმეში“, - განაცხადა კლუბის დირექტორმა, დავით ფრუიძემ. პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ: Europe-Bet.com-ის გენერალური დირექტორი - მაია კოპინაძე, ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი - გიორგი გვენეტაძე; ქალაქ ქუთაისის მერის პირველი მოადგილე და კლუბის საპატიო პრეზიდენტი - ნოდარ მიქიაშვილი; გუნდის მთავარი მწვრთნელი - გიორგი დარასელია და ქუთაისის ტორპედოს დირექტორი - დავით ფრუიძე.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)