|
2017-05-15 14:42:16, 2321 ნახვა
მსოფლიო
აშშ: ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო პროგრამა, კიმ ჩენ ინის პარანოიაზე მიუთითებს
გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენილი ნიკი ჰეილი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის მიერ ახალი ბალისტიკური რაკეტის ტესტირებასს აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს კიმ ჩენ ინის "პარანოიაზე" მიუთითებს, - ამის შესახებ ნიკი ჰეილიმ ABC News-სთან ინტერვიუში განაცხადა. ჰეილის შეფასებით, ბალისტიკური რაკეტების ტესტირება კიმ ჩენ ინის პასუხია სამხრეთ კორეაში ახალი პრეზიდენტის დანიშნვაზე. ჰეილიმ პირობა დადო, რომ აშშ ფხენიანზე ზეწოლას განახორციელებს. ნიკი ჰეილის განცხადებით, ფხენიანი და ვაშინგტონი "მოლაპარაკებების მაგიდასთან იქამდე არ დასხდებიან, სანამ ჩრდილოეთ კორეა ამერიკის მიერ დაყენებულ პირობებს არ შეასრულებს". ცნობისთვის, მანამდე ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჩო სონ ჰუ ფხენიანსა და ვაშინგტონს შორის დიალოგის შესაძლებლობას არ გამორიცხავდა. აღნიშნული განცხადება კი, მას შემდეგ გაჟღერდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ "კიმ ჩენ ინი ჭკვიანი ბიჭია, თუმცა ნორმალურია თუ არა, არ იცის".
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)