06:57 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-15 09:46:46, 1814 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველო იყო და რჩება აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილი

"საქართველო იყო და რჩება აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილი. საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ფინანსურ ინვესტიციებს ახორციელებს ქვეყნის ძირითად ინფრასტრუქტურაში" - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა პეკინში, საერთაშორისო კონფერენციაზე „ერთი გზა ერთი სარტყელი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის" ფარგლებში ჩატარებულ თემატურ სესიაზე განაცხაადა, რომელიც აბრეშუმის გზის ქვეყნების ფინანსური თანამშრომლობის საკითხებს შეეხებოდა.

საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან ერთად, სესიაში მონაწილეობა მიიღო გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა მინისტრმა, ფილიპ ჰამონდმა, უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრმა მიჰალი ვარგამ, აგრეთვე ინდონეზიის ფინანსთა მინისტრმა, შრი მულიანი ინდრავატიმ, პაკისტანის ფინანსთა მინისტრმა, მოჰამად იშად დარმა, აგრეთვე, აზიის ინფრასტრუქტურის განვითარების ბანკის, ახალი განვითარების ბანკის, ჩინეთის განვითარების ბანკისა და ეიჩესბისი ჰოლდინგის აღმასრულებელმა დირექტორმა. 

თავის გამოსვლაში, პირველმა ვიცე-პრემიერმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს მთავრობის აქტიურ პოლიტიკაზე ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. მისი განცხადებით, საქართველო ისტორიულად იყო და დღესაც რჩება აბრეშუმის გზის განუყოფელ ნაწილად. მისი თქმით, უმოკლესი გზა ჩინეთიდან ევროპამდე სწორედ საქართველოზე გადის.

„ჩვენი ქვეყნის ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტია, სრულად გამოიყენოს საკუთარი სატრანზიტო პოტენციალი და გაზარდოს და განავითაროს თავისი ისტორიული როლი აბრეშუმის გზის შემადგენლობაში.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მსგავს ეკონომიკურ დერეფნებში შეიქმნას სწრაფი და უსაფრთხო გარემო ტვირთების მოძრაობისთვის, ხელი შეეწყოს დასაქმებას და ჩამოაყალიბოს პირობები როგორც ლოკალური და რეგიონული, ისე გლობალური განვითარებისთვის. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, „ერთი სარტყელი - ერთი გზის" პროექტის განვითარება შექმნის მსოფლიოში უდიდეს პლატფორმას ფინანსური თანამშრომლობისთვის, სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობისთვის, პოლიტიკის კოორდინირებისა და რეგულაციების ჰარმონიზებისთვის.

თავის მოხსენებაში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ქვეყანაში მიმდინარე ფისკალურ და სტრუქტურულ რეფორმებზე ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე ხარჯების შემცირებით გამოთავისუფლებული ფინანსები მიემართება სატრანზიტო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, რომელიც „ერთი სარტყელი - ერთი გზის" - აღმოსავლეთ-დასავლეთის საგზაო მაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა ისეთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და საქართველოს რკინიგზის მოდერნიზება. „ამავე დროს, აღინიშნა, რომ სტრუქტურული რეფორმები უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აბრეშუმის გზის გასწვრივ არსებულ სხვა ქვეყნებშიც, რათა უფრო თავისუფლად მოხდეს სერვისებისა და პროდუქციის გადაადგილება, ტურიზმის განვითარება და სხვა", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics