06:56 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-13 19:33:58, 2331 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული:

„საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ექნება გაფორებული. ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის. ამასთან, მკვეთრად იზრდება ღვინის ექსპორტის მონაცემები.

შეთანხმების ფარგლებში, ქართული პროდუქციის 94% გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან. გარდა ამისა, საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნა 1,4 მილიარდიანი ბაზარი.

საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უკვე გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან. ახლა უკვე ჩინეთთანაც.

ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა ჩინური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა საქართველოს ეკონომიკაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებები რეკორდულად მოკლე დროში, 7 თვეში დასრულდა. აგრეთვე, მნიშვნელოვანია, რომ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისები დაინიშნა თბილისი-პეკინის მიმართულებით, ურუმჩის გავლით, რომელიც 2016 წლის 23 სექტემბრიდან ხორციელდება კვირაში ორჯერ.

,,აბრეშუმის გზის" პროექტის ფარგლებში პირველად შესრულდა ტრასნპორტირება ტრანს-აზიურ-კავკასიური მატარებლის მიერ. სამომავლოდ, ტრანზიტული მატარებელი უმოკლეს დროში დააკავშირებს აზია-ევროპას.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის იანვარ-აპრილში ჩინეთიდან შემოვიდა 4 541 ვიზიტორი, რაც 32%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics