2017-05-13 15:09:48, 2221 ნახვა
სამართალი
ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთში მამაკაცი მოკლეს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში მკვლელობა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას მამაკაცს მეზობელმა სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
შსს-ს ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან