19:32 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-13 12:47:58, 2208 ნახვა

მსოფლიო
ფხენიანი: ვაშინგტონთან დიალოგის შესაძლებლობას არ გამოვრიცხავთ, თუ შესაბამისი პირობები იქნება შექმნილი

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჩო სონ ჰუ ფხენიანსა და ვაშინგტონს შორის დიალოგის შესაძლებლობას არ გამორიცხაბს, - ამის შესახებ Tass იუწყება.

დეპარტამენტის ხელმძრვანელმა აქვე განმარტა, რომ დიალოგი იმ შემთხვევაში შედგება, თუ შესაბამისი პირობები იქნება შექმნილი.

მედია საშუალების ინფორმაციით, მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს იმ შემთხვევაში შეხვდება, თუ ფხენიანი ბირთვული რაკეტების პროგრამას დაასრულებს.

ამასთან, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია არაერთხელ აცხადებდა, "მაგიდაზე ყველა ბერკეტი დევს, მათ შორისო საომარი მოქმედებების სახითაც".

სიტუაცია ჩრდილოეთ კორეაში მას შემდეგ გამძაფრდა, რაც გასული წლის დასაწყისში ფხენიანმა ბირთვული რაკეტების ტესტირება დაიწყო.2016 წლის განმავლობაში ოფიციალურმა ფხენიანმა 20-ზე მეტიი სარაკეტო გაშვება განახორციელა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics