|
2017-05-13 12:08:04, 2093 ნახვა
მსოფლიო სხვადასხვა
ვინ დგას მასობრივი კიბერშეტევის უკან - 99 ქვეყანაში კომპიუტერები დავირუსდა, მათ შორის საქართველოცაა
ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ინფორმაციით, გუშინ განხორციელებულმა მასობრივმა კიბერშეტევამ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში მრავალი ორგანიზაცია დააზარალა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, კომპიუტერები სპეციალური პროგრამის გამოყენებით დაიბლოკა, ხოლო მათზე წვდომის აღსადგენად 300 დოლარის გადახდაა საჭირო.
რამდენად მასშტაბურია თავდასხმა? - კიბერთავდასხმა 99 ქვეყანაში დაფიქსირდა, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ჩინეთში, რუსეთში, ესპანეთში და იტალიაში. კიბერუსაფრთხოების კომპანი Avast-ის ინფორმაციით, 75 ათასამდე შემთხვევაა დაფიქსირებული. როგორც კიბერუსაფრთხოების კომპანია Avast-მა განაცხადა, დაფიქსირებულია 75 ათასამდე შემთხვევა. Avast-ის წარმომადგენლის ჯაკუბ კროუსტეკმა აღნიშნა, "ძალიან დიდი თავდასხმა იყო". სპეციალისტების თქმით, თავდასხმას კონკრეტული სამიზნეები ჰყავდა, თუმცა ექსპერტების ნაწილი აღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებს.
ვინ დაზარალდა? - დიდი ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სამსახური (NHS) დაზარალებულების სიაშია. სამედიცინო დაწესებულებები და ექიმები იძულებული გახდნენ, დაგეგმილი ვიზიტები გადაედოთ. გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე მასშტაბური თავდასხმა რუსეთის ფედერაციაში დაფიქსირდა. ამასთან, რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მან ვირუსის ლოკალიზება შეძლე, მაშინ როდეაც ვირუსი პირად კომპიტერებზე ახდენდა გავლენას. დავირუსებული კომპიუტერების ფოტოებს მომხმარებლები Twitter-ში აქვეყნებდნენ. კიბერშეტევის მსხვერპლი ესპანეთის გიგანტი Telefonica, პორტუგალიური Telecom-ი, კომპანია FedEx-ი, შვედეთის ადგილობრივი მთავრობა და Megafon-ი - მეორე ყველაზე დიდი მობილური კომპანია რუსეთში, გახდა. ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ კიბერთავდასხმის მიზანი Macrosoft-ის სისტემის შესუსტება იყო.
ვინ დგას კიბერთავდასხმის უკან? - როგორც BBC იტყობინება, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს პროგრამული ინსტრუმენტები ჰაკერების ჯგუფმა - The Shadow Brokers - მოიპარა, რომელიც ცდილობდა, დაშიფრული ფაილების სისტემა ონლაინ-აუქციონზე გაეყიდა. მოგვიანებით კი, დაშიფრული ფაილების პაროლი 8 აპრილს უფასოდ გაავრცელეს. ჰაკერების განმარტებით, მათ პაროლები დონალდ ტრამპის მიმართ პროტესტის ნიშნად გაავრცელეს. ექსპერტების განმარტებით, ჰაკერების მიერ გავრცელებული პროგრამული ინსტრუმენტები რეალური, თუმცა ძველი იყო. მათივე თქმით, ვირუსი კომპიუტერებს შორის სპეციალური პროგრამის საშუალებით თავისით გავრცელდა. თუმცა, იყო მომენტები, როდესაც მომხმარებლებს ეგზავნებოდა ბმულები და ამ ბმულზე გადასვლის შემდეგ, კომპიუტერი ვირუსდება. ბრიტანული მედია საშუალებები ჰაკერ თავდასხმებში ხელ რუსეთის ფედერაციას ადებენ. ცნობისთვის, კომპანია Microsoft-მა, კიბერთავდასხმის შემდეგ, პროგრამულ უზრუნველყოფაში ვირუსთან საბრძოლველად ინსტრუმენტები დაამატა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მსგავსად, კიბერშეტევის რამდენიმე შემთხვევა საქართველოშიც დაფიქსირდა. ამის შესახებ მონაცემები intel.malwaretech.com-ზეა მითითებული.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|






ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)