11:57 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-12 18:13:56, 749 ნახვა

სხვადასხვა
BBC: 2018 წლიდან სმარტფონების დამუხტვა 5 წუთში იქნება შესაძლებელი

2018 წლიდან სმარტფონების ბატარეების დამუხტვა 5 წუთში იქნება შესაძლებელი, - შესაბამის სტატიას BBC აქვეყნებს.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, ახალი ​ტექნოლოგიების ჩვენება პირველად ლას-ვეგასის ტექნოლოგიურ შოუზე მოხდა, როდესაც ებრაულმა სტარტაპ კომპანიამ StoreDot-მა ახალი ფლეშბატარეების დემონსტრაცია მოაწყო.

​კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, დორონ მაიერდორფის თქმით, პროდუქცია ბაზარზე მომავალი წლის დასაწყისში გამოჩნდება. ამასთან, ტექნოლოგიების ანალიტიკოსი ბენ ვუდი CCS Insight-დან დარწმუნებული არ არის, რომ ეს ყველაფერი ასე მარტივად მოხდება.

2015 წელს დორონ მაიერდორფმა BBC-ის განუცხადა რომ მისი ბატარეები არატრადიციული ტექნოლოგიების გამოყენებითაა აგებული და ის დენის უფრო სწრაფად გადაცემას უზრუნველყოფს.

BBC-ის სტატიის თანახმად, ​ახალი ბატარეების ზოგიერთი ვერსია უფრო სქელი იქნება, ვიდრე სმარტფონის ბატარეები. გარდა ამისა, მაიერდორფის თქმით, პროდუქცია ბაზარზე გასასვლელად უკვე მზად არის.

​ანალიტიკოსი ბენ ვუდი მაინც სკეპტიკურადაა განწყობილი და ამბობს რომ სწრაფმა დატენვამ შეიძლება ბატარეის ხარისხზე იქონიოს გავლენა. ამასთან, მსგავსი ტიპის ბატარეების შექმნაზე სხვა კომპანიებიც მუშაობენ. მაგალითად, კომპანია Qualcomm ახლო მომავალში ახალი ტიპის ბატარეებს წარმოადგენს, რომლებიც 5-წუთიანი დატენვის შემდეგ, მუშაობას 5 საათის განმავლობაში შეძლებენ. 

ვიდეო

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics