06:24 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-12 15:10:18, 1737 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჰოლ ჰოლი: რუსეთის ქმედებები ოკუპირებულ რეგიონებში ყოველთვის ხალხის წყობიდან გამოყვანას ემსახურებოდა

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩის ალექსანდრა ჰოლ ჰოლის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე მეგობრობას ადასტურებს, - ამის შესახებ ალექსანდრა ჰოლ-ჰოლიმ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას განუცხადა. 

ჰოლ ჰოლის თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურმა შეერთებული შტატების მთავრობის სხვადასხვა უწყებაში ასეთი მაღალი დონის შეხვედრები გამართა და პირისპირ შეხვდა პრეზიდენტს, ადასტურებს, რომ აშშ-ის ეს ადმინისტრაცია, წინამორბედის მსგავსად, საქართველოსთან ურთიერთობას უფრთხილდება.

კითხვაზე - ბოლო ხანს ადმინისტრაციამ და კონგრესმა საქართველოს სუვერენიტეტის მხარდასაჭერად რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს და როგორ აფასებს ამას ყოფილი ელჩი, ალექსანდრა ჰოლ-ჰოლიმ აღნიშნა, რომ ეს იმ სტრატეგიული თანამშრომლობის გაგრძელებაა, რომელიც დიდი ხანია, ვითარდება.

„შეერთებული შტატები საქართველოს საიმედო მეგობარია, ყოველთვის მხარს უჭერდა მის ტერიტორიულ მთლიანობასა და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. წლების გასვლასთან ერთად, ეს ურთიერთობა სულ უფრო მყარდება. საქართველოს ყოველთვის ჰყავდა მეგობრები კონგრესში. ის, რომ კონგრესის წერილში საქართველოსა და მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერაა გამოხატული, კიდევ ერთი ნიშანია იმ მძლავრი თანადგომის, რომელიც აშშ-ს საქართველოს მიმართ ყოველთვის გააჩნდა. აღნიშვნის ღირსია, რომ პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ უკანასკნელი საბიუჯეტო კანონის განხილვისას სრულიად გარკვევით დააფიქსირეს, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ დაუშვებს, აშშ-ის ფინანსური დახმარება მიიღონ ქვეყნებმა, ან ორგანიზაციებმა, რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებს აღიარებენ. ეს ღირშესანიშნავი გარემოებაა და ამავე დროს, იმ ტენდენციის გაგრძელება, რაც აშშ-ისა და საქართველოს 25-წლიან თანამშრომლობას ახლავს", - აღნიშნა მან. 

რაც შეეხება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსიას, ჰოლ ჰოლის თქმით, რუსეთის ქმედებები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ყოველთვის პროვოკაციული იყო და საქართველოსა და მისი ხალხის წყობიდან გამოყვანას ემსახურებოდა.

„მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ და ხალხმა ისწავლა, როგორ გაუმკლავდეს პროვოკაციას: მთელი ყურადღება დაუთმოს სტრატეგიული ამოცანების გადაჭრას, არ აჰყვეს ემოციებს და დაიცვას პრინციპული პოზიციები. ქართველები გონივრულად მოქმედებენ. ისინი განაგრძობენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილეობას, იყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა ფორუმს, მათ შორის, გაეროს უშიშროების საბჭოს, ეუთოს, სხვა საერთაშორისო ფორუმებს, რათა საერთაშორისო საზოგადოებას განუწყვეტლივ მიაწოდონ ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ. ვფიქრობ, საქართველოს საერთაშორისო მეგობრები მუდმივი განცხადებებით რუსეთს უგზავნიან სიგნალს, რომ მისი ქმედებები საერთაშორისო ნორმების დარღვევაა და ამაზე თვალის დახუჭვას არავინ აპირებს. ვფიქრობ, ეს პრობლემასთან გამკლავების მართებული გზაა. არსებულ ვითარებას არავინ ეგუება“, - განაცხადა ყოფილმა ელჩმა.

კითხვაზე - შესაძლებელია თუ არა უახლოეს მომავალში მაღალი დონის ამერიკული დელეგაციის სტუმრობა საქართველოში, რაც უფრო მეტად გაამყარებდა ორმხრივ ურთიერთობებს, ჰოლ ჰოლი აცხადებს, რომ ეს გამორიცხული არ არის.

„ამ კითხვას ვერ ვუპასუხებ, მე არ ვარ ამერიკელი დიპლომატი და არ ვმუშაობ შეერთებული შთატების ადმინისტრაციაში. არ ვიცი, რა შეიძლება მოხდეს. როგორც დამკვირვებელი, ვხედავ, რომ აშშ-ის მთავრობა დიდი ზეიმით აღნიშნავს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთბების დამყარების 25 წლისთავს და ხაზს უსვამს საქართელოს მიმართ ურყევ მხარდაჭერას. ვიცი, რომ პრემიერმა პრეზიდენტი ტრამპი საქართველოში მიიწვია. ვიცი, რომ გავლენიანი სენატორები, მაკეინი და გრემი, იმყოფებოდნენ საქართველოში. ვიცი ისიც, რომ წინა ადმინისტრაციები გამუდმებით აგზავნიდნენ მაღალი დონის დელეგაციებს საქართველოში, რათა მტკიცე თანამშრომლობისათვის გაესვათ ხაზი. არ გამოვრიცხავ, ასე გაგრძელდეს“, - აღნიშნა ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ.

ჰოლ ჰოლის შეფასებით, მოსკოვმა მიიღო გზავნილი, რომ აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები გრძელდება, რომ ეს ურთიერთბები ადმინისტრაციათა ცვლილებაზე დამოკიდებული არაა და რომ ეს ადმინისტრაციაც სერიოზულად უყურებს რუსეთის მიერ საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევას.

რაც შეეხება, აშშ-ის ინფორმირებულობას საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, ალექსანდრა ჰოლ-ჰოლის შეფასებით, ამერიკაში საქართველოს საელჩო „საქმეს შესანიშნავად უძღვება“. 

„საქართველოს საგარეო მინისტრი მეოთხე უცხოელი დიპლომატი იყო, რომელიც სახელმწიფო მდივანმა ტილერსონმა თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მიიღო. ამჯერად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩამოვიდა. მაღალი დონის ურთიერთობები სახეზეა. გრძელდება ურთიერთობები კონგრესთან. ელჩმა კონგრესის საკომიტეტო მოსმენაში მიიღო მონაწილეობა. ის აქტიურად ურთიერთობს არასამთავრობო სექტორთან. მისი აქტიურობა შთამბეჭდავია. საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი მხოლოდ უსაფრთხოების სფერო არაა. საქართველო იმსახურებს ქებას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისათვის, ნატოს არსებითი პაკეტის მოთხოვნების შესრულებისათვის. მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ეკონომიკის განვითარებას. ცდილობს, მაქსიმალურად ისარგებლოს ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობით და მუშაობს ჩინეთსა და ინდოეთთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების დამყარებაზე. ვფიქრობ, კვირიკაშვილის ამერიკაში ვიზიტის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი შეერთებულ შთატებთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების განხილვა იყო. მიმაჩნია, რომ ეკონომიკური კავშირები ურთიერთობებს ავსებს. აშშ-საქართველოს ურთიერთობა მხოლოდ რუსეთის საკითხზე არაა აგებული და არც უნდა იყოს. საქართველოს არა პოსტ-საბჭოთა ქვეყანა, არამედ ევროპული ქვეყანაა, რომელიც რეგიონში დემოკრატიული ღირებულელებითა და მისწრაფებებით გამოირჩევა. აშშ-სთან ვაჭრობის გაღრმავებას ორი ქვეყნის ურთიერთობა სიმწიფის სტადიაში გადაჰყავს“, - განაცხადა ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics