2017-05-12 13:01:27, 2478 ნახვა
მსოფლიო
რომის ცენტრში აფეთქება მოხდა
რომის ცენტრში ორ ავტომობილს შორის დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქვედდა, - ამის შესახებ express.co.uk იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქება მარმორატას ქუჩაზე, ფოსტისა და გაეროს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინაროებს. ამ დროისთვის, დაშავებულთა შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან